Về công ty

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში. სამივე ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლის ზაფხულიდან CRRC-საქართველო საქმიანობას აგრძელებს როგორც დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რაც არ ცვლის მის მიზნებს, ამოცანებს და რეგიონულ თანამშრომლობას. CRRC–ის აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათწლიანი გამოცდილება მკვლევარების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC გთავაზობთ კვლევებს, ანალიზს და ტრეინინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც სექტორების მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების სანდო შესაძ

GE
Chưa xác minh công ty